მართლმადიდებელი სამყარო, იერუსალიმში 10-11აპრილს, ნიშნად უფლის მოწყალებისა, მაცხოვრის საფლავზე, ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
იერუსალიმის ერთ-ერთი პატრიარქი ასე აღგვიწერს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას:
"შევედი ანგელოზის ეკვდერში. კარი ჩემს უკან დაიხშო. ქვაბულში ბნელოდა. მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა წმინდა საფლავის როტონდის ორი ხვრელიდან, ხოლო მაცხოვრის საფლავის ეკვდერში ვეღარც კი ვარჩევდი, რა მეჭირა ხელში - ლოცვანი თუ სხვა რამ. სიბნელეში ძლივს მოჩანდა მოთეთრო საგანი. მაცხოვრის საფლავის მარმარილოს თეთრი ფილა უნდა ყოფილიყო. როდესაც ლოცვანი გადავშალე, გაკვირვებული დავრჩი - გაუჭირვებლად შემეძლო კითხვა... უაღრესი სულიერი მღელვარებით წავიკითხე სამი-ოთხი სტრიქონი და ისევ მაცხოვრის საფლავს შევხედე. ფილა სულ უფრო და უფრო ნათდებოდა. უკვე აშკარად ვხედავდი მის კიდეებს. უცებ დავინახე საუცოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით მიმობნეული „მარგალიტები“. ფილა უკვე ძლიერ ნათელს გამოსცემდა.
გაოგნებულმა ბამბით შევაგროვე ეს მარგალიტები, რომლებიც ზეთის წვეთებივით ეკვროდა ერთმანეთს. ბამბიდან რაღაც უცნაური სითბო ვიგრძენი. მივუახლოვე სანთელს. პატრუქი დენთივით აბრიალდა, სანთელი აინთო. მისმა ნათებამ აღდგომის სამი ხატი გამოანათა. აქვე დამყურებდა ღვთისმშობლის სათნო სახე. მაცხოვრის საფლავთან ყველა კანდელი განათდა".
მადო
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 7