როგორ არ მინდა დავიჯერო შენი სიკვდილი,
ნეტავ თუ იცი მკვლელო, შენ ვის ესროლე ტყვია?
ეს რომ გცოდნოდა, მოკვდებოდი იქვე სირცხვილით.
თუმცა სირცხვილი? არაკაცებს სად აქთ სირცხვილი,
აღარ ვაგრძელებ, თვით ღმერთია შენი მსაჯული
მხოლოდ ერთს გეტყვი, ვერ შეძელი შენ მისი მოკვლა,
არ დადუმდება პოეტური სული ქართული .
ღმერთო, მაღალო, მერამდენედ კლავენ ილიას,
კიდევ გაზრდილა თურმე ერთი ბერბიჭაშვილი,
უცხოს რა ვუთხრათ, ქართველია ქართველის მკვლელი,
კიდევ ერთ დედას მოაგლიჯეს მკერდიდან შვილი.
ბექა შენ გრძნობდი, სულ უმღერდი ზეცის საუფლოს,
შენს სულს დღეს ღმერთი ანანავებს ღრუბლის ჩეროში,
ჩვენს გულებს მარად შემორჩები ლამაზ პოეტად,
და დაივანებ იქ, ზეციურ საქართველოში.
/ნანა მეტრეველი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 19