,,დედა''
და ეს ივნისიც ისე დამთავრდა,
მზეში დაიწვა ფიქრი და დარდი,
ვერ დაგიკოცნე ნათელი კალთა,
ვერ შემოვაღე,დედი,ჭიშკარი.
მწვანე ეზოში როგორ ტრიალებ,
თითქოს ჩამოგყავს მთვარე ციმციმით,
წუხელ ბინდისას ცოტა მოწვიმა,
და ალბათ ქოლგით გზაზე მიცდიდი.
იქნებ ივლისიც ისე გათავდეს,
ისევ დაიწვას ფიქრის ცისკარი,
ვერ მოვაღწიო მე შენს კალთამდე,
ვერ აგიმღერო ძველი ჭიშკარი.
-ნუ იტყვი! -ალბათ გადავავიწყდი.
-ნუ იტყვი!-გული გასცივებია.
მე ბევრჯერ ფიქრში შენს ახლოს ვიყავ და მთელი ღამე არ მძინებია.
რა ვქნა,ვერ ვტოვებ წარსულზე ფიქრებს
მიყვარს დედიკო შენი სიცილი.
-მე მაინც მოვალ,
-მე მაინც გნახავ,
ტყვია რომ მომხვდეს,-მაინც მოვიცდი!
შემდეგ გიამბობ,რისთვის დავყოვნდი,
ჯარის ცხოვრებამ რა მითილისმა,
გავთბებით,დედი,შენს სიახლოვით
და მონატრებას ჩავთვლი თილისმად.
27.06.2008

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6