Предыдущая публикация
შენ ხარ სიცოცხლის არსი.
(ცხოვრება
ასე მესმის). მარადისობის აზრი
და შთაგონება ლექსის.. შენ ხარ იმედი, რწმენა, სიყვარული და ბრაზი.
ხან უხეში ხარ,
ცივი,
ხან უსაშველოდ ნაზი...
ნერვებსაც ხშირად მიშლი,
არც მე არ
გრჩები ვალში.
ყოველ შეცდომას მითვლი-
განხეთქილების ვაშლი.
ამ სამყაროში ორნი ვუძლებთ ქარიშხალს, ტკივილს, თავისუფლების ლტოლვით
ჩვენ ერთად
ვსწავლობთ სიცილს... განსხვავებული ხედვა, განსხვავებული
არსი
მე შენ მიყვარხარ
დედა, სულაც არ არის ფარსი.
არც წიგნი გვიყვარს ერთი,
არც მუსიკა და კინო საზიარო გვყავს ღმერთი და ჩემო თვალისჩინო:
დავესესხები სიტყვებს ცნობილი ლექსის ავტორს:
"მიყვარხარ, ძლიერ, ძლიერ"...
შენს უკვდავებას ვნატრობ.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев