თუ არ ვცდები 1980 წელი იყო. ერთ ოჯახში მოვხვდი. მაგიდაზე ჟურნალ "ცისკრის" ბოლო ნომერი იდო. გადავფურცლე და ვათვალიერებდი. ასე წავაწყდი ნოდარ დუმბაძის " კუკარაჩას". კითხვამ გამიტაცა და წამოსვლისას
ჟურნალი ხელზე "მიმეწება". -ურცხვად მივითვისე.
მალე სპექტაკლი დაიდგა . ფილმი გადაიღეს . ყველა უბნის ინსპექტორს კუკარაჩა დაერქვა.
რა ბედნიერი იყო სულ ცოტა ხნით ინგა.......
@ @
სილამაზე-
მე რომ კითხონ. მე რომ ვნომრო,
ინგას პირველს დავარქმევდი. მერე - მონროს.
კეკლუცი და ნებიერა. ნეტავ ვინ გავს?-
მართლაც ინგას.
და ვერ აღვწერ მის მშვენებას, სიგრძეს , იმ განს.
მივალ. სთქმელს ყურში ვეტყვი, ანუ უკეთ:
- მეც მოგართმევ ყოველ დილით თითო ბუკეტს.
დარჩა წლები მოგონებად და სვირინგად.
მურტალი და მუხთალია ბედი , ინგა
.სულ ცოტა ხნით იკეკლუცა . იდედოფლა.
და ცხოვრება მისი იქცა წუთისოფლად.
არ ასვენებს შურისგება , ვით ბაცილა.
და რვა ტყვია! რვავე როგორ დააცილა!?
წინ ინგაა მშვენიერი . უკან რა ჩანს?-
მურტალოა.... და მოკლული კუკარაჩა!
P.S.
ისევ ისე ნორჩი დარჩა და დიდგულა.
ღირს ცხოვრება ყოველ დილით თაიგულად.
ამ სტრიქონმაც გზა ინგამდე დაიგულა.
ხან ინგუ ხარ , მოფერებით , ხან - ინგულა!
ალეკო ჩინჩალაძე.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2