ვცდილობ ლექსებით გამოვცე სითბო...
ბევრი რამეა რაც გულში კვდება,
ავსაც და კარგსაც თამამად ვიყოფ...
სულში ტკივილებს დავდევ მათრახით,
მინდა ჩავახშო რომ აღარ იყოს...
საოცარია ცხოვრება თურმე,
სად რას დაგვაწევს... გავრბივართ თითქოს...
როცა გგონია მორჩა, დაწყნარდი,
უთამამდები მზის სხივს და სითბოს...
აუცილებლად რაღაც მოხდება,
ეცდება შენთვის მზე აღარ იყოს...
იღბალი თვითონ გვირჩევს სამიზნედ,
შუბლზე დაგვაწერს რაც უნდა იყოს...
მთელი ცხოვრება გვატარებს გზებით,
თვითონ რომ აწყობს... დაგვცინის თითქოს...
მაგრამ იღბალსაც უფალი გვიქმნის,
ბოლო წუთებში ხელს გვიწვდის, გვიხმობს...
ამდენ ტკივილებს იმიტომ ვუძლებთ,
რომ ვაღიაროთ სიცოცხლის სიტკბო..

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев