Предыдущая публикация
დამინაოჭდა თითქოს ოცნება
და როს მხიბლავდა შევსება მთვარის,
ის ქარიშხალი უკვე ხორცდება.
თითქოს გრძნობებმაც შეკეცა ფრთები,
სულში ფათურობს ბოლო იმედი,
დასცხრა მშოთვარე ცხოვრების წლები
და გასაყართან მგონი მივედი.
რა ვთქვა, ვერ ვიხდენ სიდინჯეს ქალის,
მწარე სიმართლე სათქმელად მიჯობს,
ისევ მახარებს შევსება მთვარის
და გულში მაინც ბავშვობა გიჟობს.
ნანა მეფარიშვილი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев