Предыдущая публикация
დღე გაექცა ღამის ლანდებს, გაეპარა,
მთვარის საწოლს აეფარა მრუში ლანდი,
გაიღვიძა სულში კენტად მიმალულმა,
სველ მიწაზე მხოლოდ ნაკვალევად ჩანდი.
გამოგყევი, არეული, ნაბიჯ ნაბიჯ,
არ ცხრებოდა შენთან ყოფნის ხვაშიადი,
დამეკარგე,ჩამოვჯექი, ფიქრის გზაზე,
თვალს მიკრავდა მოპარული განთიადი...
გადავაკრავ დაობლებულ სულს მზის არტახს
და ჩეროში საალერსოდ დავიღვრები,
გაფრინდება ღრუბლის ფრთებით ურცხვი ვნება
საწვიმარი ამინდივით ავიმღვრევი.
შემოვახევ ლექსის სტროფებს უცხო გამას,
გულის გულში გავიტარებ პირბასრ ხანჯალს,
დალაგდება ფიქრის ჭია სტრიქონ სტრიქონ
და ბუტბუტით მარცვალ მარცვალ ჩამოგმარცვლავს.
მარინა ხუჭუა 18 01 2014
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев