(ჩემს ქართველებს –ფერეიდანში)
===========================
როგორ შემინახე, როგორ მოუარე ასე,
გულზე დაგწოლია ოთხი საუკუნის ლოდი,
ისე მაამაყებ, ისე მახარებ და მავსებ,
მოდი გენაცვალე, გულში ჩაგიკონო მოდი.
ჩემო მტკიცე სისხლო, ჩემო გაყიდულო ერო,
დედის თბილ მკერდიდან ურცხვად აგაგლიჯეს შვილი,
უცხო მიწა–წყალზე გაცვლილ–გაყიდულო გენო,
მეწვი, გულში მეწვი, გიხმობ გეძახი და ვსტირი.
შენი ძალა დამაქვს, შენი გადუხდელი ვალი,
ისე ამაყი ვარ ცაზე მიკიდია ხელი,
მიდუღს სისხლ–ძარღვეში შენი ცრემლიანი კვალი,
მატკბობს შენი ენა, მტკივა, მონატრება შენი.
სისხლით ნაკლული ვარ, მოხვალ ავივსები ვიცი,
ცამდე ავივსები, გულიც მოუმატებს ძგერას,
როგორ შეინახე ჩემო, ის ქართული ფიცი,
როგორ გაუფრთხილდი ასე მაგ ლაზარეს ენას.
ჩემო მონაგარო, მოდი შემომძახე ერთი,
გულზე დაგწოლია ოთხი საუკუნის ლოდი,
შენი ხმა მასმინინე, მერე გაგახარებს ღმერთი,
მოდი გენაცვალე, გულში ჩაგიხუტო მოდი.
ნანა მეფარიშვილი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев