Предыдущая публикация
სიყვარულმა თუ კი დარდი შენც არ გაგიზიარა,
სიყვარულმა უშფოთველად მშვიდად თუ ჩაიარა,
მაშინ რაღაც სხვა ყოფილა სიყვარული კი არა...
სიყვარულმა თუ არ დაგწვა, არ დაგფერფლა მთლიანად,
არ გაგხადა უპოვარი, სულ არ გაგატიალა,
არ გიმტყუნა ბედი უკუ თუ არ შეგიტრიალა,
მაშინ რაღაც სხვა ყოფილა სიყვარული კი არა...
თუ კი ლეშად არ გაგცია, თუ არაგყო იარად,
თუ არ მოგცა შესასმელად ხელში სიმწრის ფიალა,
არ გაცია არ გაცხელა და არ შეგაშრიალა,
მაშინ რაღაც სხვა ყოფილა სიყვარული კი არა...
სიყვარულმა სიხარული თუ არ დაიგვიანა,
არ გაეჭვა არ გაცრემლა, არ გატირა ხმიანად,
სიყვარულმა უშფოთველად მშვიდად თუ ჩაიარა,
მაშინ რაღაც სხვა ყოფილა სიყვარული კი არა
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2