ვაზო ქართველი კაცის დიდებავ,
ფერით ზურმუხტო,ბარაქით უხვო,
შენით სამშობლო ხარობს,ირთვება.
ნაზო ქალწულო,
დალალდაწნულო,
ვაზო შენ გამო არ ვართ მოცლილი,
შემოდგომაზე,
გვითხარ,ასულო,
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!
ოჯახს დოვლათდ დაებედები,
ყველა დაგხარის,თავზე გევლება,
ნერგო კეთილო,ქართველ ედემის,
გუნდი ვარსკვლავთა გშვენის მტევნებად.
ვაზო,მცხეთაში ჯვარად შეკრულო,
ლერწო,
ქალწულის თმებით გამთბარო,
შენით ჩუქურთმა არის შემკული
წრომს თუ გუდარეხს,გარეჯს
სამთავროს..
ვაზო,
ვართ შენით წელგამართული,
ლხინში ამაყად თასი გვიპყრია,
იქ სადაც ღვინის ქებას იტყვიან.
მინდორზე
სერზე
თუ მთის კალთაზე–
ყველგან სიცოცხლის შუქად შრიალებ,
წყაროვ დოვლათის,ლხინის სათავევ,
მზით ავსებ გულებს,როგორც ფიალებს.
ნაზო ქალწულო,
დალალდაწნულო,
ვაზო,
შენს გამო არ ვართ მოცლილი.
შემოდგომაზე,
გვითხარ, ასულო,
რთველი არის თ უ შ ე ნ ი
ქ ო რ წ ი ლ ი?!

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 18