ცხოვრება ვარდისფერია,😊😊😊
ია - ვარდებით გზა მოფენილი.
მეგონა... სამყარო ყველაფერია,
მარტო სიკეთით ის გაჟღენთილი.
მეღიმილება... რომ მახსენდება,
ჩემი ბავშვური მიამიტობა.
ოხ... გულო ჩემო... ახლაც მითხარი,
შენ რომ ჯობიხარ მუდამ გონებას.
დაუნდობელი ყოფილა მართლაც,
განუკითხავი წუთისოფელი...
მიამიტი ვარ... მაგრამ მე ახლაც,
თქვენს სიყვარულში სასწაულს ველი.
დრო მაინც გავა... წაიღებს წუთებს...
მერე დაგვწყდება გული ტიალი.
თურმე რამდენი დრო დაგვიკარგავს,
მიქრის ცხოვრება ოხერტიალი.
მე ვინ ვარ ნეტავ... ცოდვილი ერთი...
სხვაზე არც მეტი და არც ნაკლები.
სიყვარულშია… აზრიც და შვებაც,
მისი წყალობით სასწაულს ველი. http://www.playcast.ru/view/5760688/e4160c4c07d3efa3a79978857a92d444dd952434pl #natalia

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев