Предыдущая публикация
შენი ლექსის ყველა პწკარი,/
ნაჯღაბნსა და შედევრს შორის,/
ვინღა ჰპოვოს მაშინ ზღვარი..?/
თუ სიბნელე არ გაწუხებს,/
და არ დაგდის ცრემლთა ღვარი,/
როგორ იგრძნობ რა სიცოცხლეს /
გვჩუქნის დილის წმინდა ცვარი..?/
უკიდურეს განსაცდელში/
თუ არ ეძებ გაზრდით შვებას,/
ჩათვალე რო შენი ყოფა/
მიეცემა დავიწყებას.../
უკვდავების ერთი გზაა,/
სიმართლის ხმით გაბასრული /
და ვინც ამ ხმით გზას გაიკვლევს,/
არ ექნება დასასრული.../
ვინც სიმართლით არ მოსტაცა/
წყეულ ეშმას თავის სული,/
უგუნურთა ნაკვავლევზე/
მიწაშია დალირსული...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев