ცის ყველა კიდეს გადავავლო თვალი მწყურვალი,
ყველა უცნობი, გაუვლელი გზები გავკვალო
და ყოველ დილას მზე ცავიკრა გულში მცხუნვარი.
ნეტავ შემეძლოს გადავკვეთო ყველა საზღვარი,
ვიხეტიალო თავისუფალ ველურ ქარებთან,
ოო, რომ შემეძლოს... რომ შემეძლოს ფერისცვალება,
გესტუმრებოდით ცისარტყელის ფერთა გამებად.
მე რომ შემეძლოს გავუქარვო სამყაროს დარდი
და დედამიწის ტკივილები სადღაც გავფანტო,
გავიხარებდი, ო, რა რიგად გავიხარებდი,
რომ შემძლებოდა გადაღლილი მიწა გავართო.
ნეტავ შემეძლოს შევერიო უსასრულობას,
ცხოვრებისეულ სიბინძურეს შორს გადავყრიდი,
სიყვარულისთვის მოვხაზავდი საზღვარს უვრცელესს
და თავისუფალ სულებისთვის ტაძარს დავდგავდი,
ნეტავ შემეძლოს... როგორ მინდა, ნეტავ შემეძლოს!..

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3