Предыдущая публикация
რაინდი მერანს დასჭყივის: `ჰაიტ!~
და ისევ ღამე. და ისევ მარტო
ვდგავარ და ვფიქრობ: საით?
შენობებს შვენით წითელი ჩვრები.
ასფალტზე ცეკვავს ელექტრო შუქი...
მაშ, ისევ ასე: აღვმართოთ ჯვრები,
ასეთი მღვრიე ღამეა თუკი!
ან იქნებ მივყვეთ აღმავალ ძალას,
შევღებოთ ლექსიც მეწამულ ფერად,
რომ ყოველ სიტყვას დააჩნდეს კვალად
სისხლში ნაწრთობი ფოლადის ჟღერა?
სევდა მერევა, არ ვიცი რატომ...
რაინდი მერანს დასჭყივის: `ჰაიტ!~
და ისევ ღამე... და ისევ მარტო
ვდგავარ და ვფიქრობ: საით?
მიხეილ ქვლივიძე
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев