Предыдущая публикация
რა ვქნა, თუ ვხედავ ახალ სამყაროს.
გამოიზამთრა ცოდვამ თვალებში,
რომ გაზაფხულთან თავი დახაროს.
ირგვლივ მთებია,ჭაღარა მთები...
მთვარის ველებზე ცისფრად ითოვა.
როგორ არ გავყვე ოცნებას ფრთებით,
თუ ეს გაფრენა სულმა ითხოვა?!
ვიგონებ ყვითლად დახატულ ჭალებს,
ხის კენწეროზე შეფრენილ ყრმობას,
მერე წაწალის მიბნედილ თვალებს და
მერე უფრო ზენაარ გრძნობას.
ვიგონებ თბილისს...ჭადრების ჩრდილში
თავნება წყვილის ვნებით ხეტიალს.
ცისფერი თოვლი მეზმანა ძილში...
ეს აღმაფრენა უფრო მეტია.
როგორ არ გავყვე ოცნებას ფრთებით,
თუ ეს გაფრენა სულმა ითხოვა!
ირგვლივ მთებია, ჭაღარა მთები,
მთვარის ველებზე ცისფრად ითოვა.
#შორეNA
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев