ასე ნელა თენდება რადაც...
მხოლოდ ჩვენ გვახსოვს
რას დასტირის დღედაღამ ქარი,
ოთახში, სადაც ჩამოთოვა... ოთახში, სადაც
მზის სავარცხელზე შერჩენილა გვირილა მჭკნარი.
და ისევ წვიმის კონტრაბასი აწუხებს თვალებს -
სივრცეში კედლად აღმართული ღამეთა ზღუდე,
სარკმლიდან ახლა სახრჩობელას მაგონებს მთვარე,
სარკმლიდან,
სადაც ვერ აიგეს მერცხლებმა ბუდე,
ფიქრებმა კვლავაც ვერ იპოვეს სიკვდილში წუნი,
სიზმრებმაც ვეღარ გაიმეტეს გრძნობები გვიან,
არ შერჩა ხსოვნად ჩვენს სასთუმალს მაგ თმების სუნი,
არ შერჩა წიგნი დაუწვავი თაროებს მტვრიან,
იქ, სადაც უკვე როიალში დაკრძალეს გული,
ცისკარი თვალებს ჩემს ლოგინთან ჩვილივით ახელს,
კედლებს ავაზას ტყავივით რომ ეხსნებათ რული,
ზამთრის მინაზე თითით დავწერ საყვარელ სახელს.
მხოლოდ ჩვენ გვახსოვს
ასე ნელა თენდება რადაც...
მხოლოდ ჩვენ გვახსოვს
რას დასტირის დღედაღამ ქარი,
ოთახში, სადაც ჩამოთოვა... ოთახში, სადაც
მზის სავარცხელზე შერჩენილა გვირილა მჭკნარი.
#შორეNA
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев