Предыдущая публикация
და ამიტომაც მეაპრილები,
წვიმაში გავალ რომ დაგიკრიფო
ნაწვიმარ ველზე ლურჯი იები.
მოგიტან სველს, ქორფა ფოთლებით
გაჩუქებ ღიმილს მრავალ ფერებით,
აგავსებ,ბევრი ბევრი კოცნებით
და სიყვარულით სავსე წვეთებით.
გადაგემტვრევა ტუჩებზე სხივი
და გავატარებ კოცნის პრიზმაში,
აკინძული მაქვს ვარსკვლავთა მძივი
(თავი მგონია ახლა სიზმარში)...
აიშლებიან გუნდად მერცხლები
მოევლებიან ჟივილით ახოს
ღმერთი ხარ ჩემი როგორ შეგწვდები
და ფერიების ბუდეში სახლობ..
გაზაფხულს გავხარ აკვირტებული
და ამიტომაც მეაპრილები
წვიმაში გავალ რომ დაგიკრიფო
ნაწვიმარ ველზე ლურჯი იები.
ბადიშ ხურსილი
#Bella
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев