ის ქალი მეუბნებოდა: “ახლა სრული თავისუფლება მაქვს, თავისუფლება, რომელზეც ვოცნებობდი” სისულელეა! ტყუილია! არავის არ სჭირდება ასეთი თავისუფლება,ჩვენ ყველას სიმშვიდე გვინდა,გვერდით გვჭირდება ადამიანი, რომელიც ჟენევის სილამაზით ჩვენთან ერთად დატკბება. ვისაც წიგნებზე,სტატიებზე,ფილმებზე შეეკამათები… ან… ან თუნდაც სენდვიჩს გაუყოფ იმიტომ, რომ ორი სენდვიჩის საყიდელი ფული არ გაქვს..მერწმუნე ნახევრის შეჭმა ჯობია, მთლიანის ჭამას,ფეხბურთის საინტერესო მატჩის გამო შინ სწრაფად დაბრუნების სურვილით შეპყრობილი ქმრისგან გულის გატეხვა, იმედგაცრუება, უყურადღებობა… მოკლედ, ყველაფერი სჯობს, ყვე–ლა–ფე–რი ჟენევაში მარტოდმარტო ხეტიალს,როცა ქალაქიც და ქვეყნიერებაზე გამეფებული სიმშვიდეც მთლიანად, გაუნაწილებლად მარტო შენია… დამერწმუნეთ, ყველაფერი სჯობს, ათასჯერ გავიმეორებ, ყველაფერი სჯობს!! მარტო ყოფნას შიმშილიც სჯობს, იმიტომ, რომ როცა მარტო ხარ,– და მე ახლა საკუთარი ნებით არჩეულ ,მარტოობაზე კი არა, იძულებით მარტოობას ვგულისხმობ!
–თითქოს, კაცობრიობის ნაწილი არა ხარ, არავინ არა ხარ!”
#Bella
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4