Предыдущая публикация
რა მოხდა მერე, ნურას განიცდი,
გუშინაც ისე ულმობლად წვიმდა,
ხვალემ იდაროს იქნებ, რავიცი...
ნუ გაიყოლებ სევდიან თვალებს,
მართლა ალალად გიშვებ და გლოცავ,
იქნებ ზედმეტიც კი მოგვდის ქალებს,
სიცოცხლესავით ვიყვარებთ როცა.
წადი, ნუ დარდობ გულს რომ სტკივდება,
ღმერთი მიშველის, კვლავ თუ დავეცი,
ვიცი, რომ დიდხანს არ შეგცივდება,
შენთვის იმდენი სითბო გავეცი.
მადლობას გწირავ ყველა დღისათვის,
(ასეა, ვიღაც მიდის და მოდის...)
ვიდრე წასულხარ ღვთის გულისათვის,
მითხარი ჩემო დაგკარგე როდის???....

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2