Предыдущая публикация
მოდი აისზე, მთვარის შუქზე, წვიმა–ქარებში, წრფელი სათქმელი მომიტანე, სულ რომ შემშალო. უიმედობა წამიშალე დაღლილ თვალებში, არ გამაოცო, გთხოვ, ოღონდაც არ შემეშალო. მოდი მეცეკვე, შემაჯახე გრძნობის ქარაფებს, ჩემივე გულის მასმენინე ბედნიერ ფეთქვას, სანამ ცხოვრება უკანასკნელ ძალას წამართმევს, მოდი, ოღონდაც სიყვარული სახელად გერქვას. იყავ ვინც გინდა, გამაბავშვე და გამაკვირვე, სიყვარულით რომ მაწუხებდე..(ნატვრა აღმომხდა) ბედნიერებით გამაგიჟე და ამატირე, თუ გინდა გერქვას მაწანწალაც, მერე რა მოხდა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2