Предыдущая публикация
დილით მიწა გქონდა სველი,
მთებსაც ნამის კაბა ეცვათ,
ჰქონდათ მოღერილი ყელი.
ცას მზე უბნევია მხარზე,
ცრემლი რომ გაუშროს მიწას,
დილაც შემომდგარი კარზე,
რძისფერ სამოსელში იწვა.
წუხელ გიტირია ისევ,
დილით დაღვრემილი გნახე,
ცაო შეტრიალდი მზისკენ,
უნდა შეგიმშრალოს სახე.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1