
:
,,ჩვენ მივედით ასუპასში, რომელიც ერთი ძველი ციხეა. ციხეს ოდესღაც სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. მასში და მის მახლობლად ცხოვრობს დაახლოებით ორმოცი ათასი ქართველი და ჩერქეზი, რომლებიც ქრისტიანები არიან. ისინი, როგორც ტყვეები, ძალით გადმოუსახლებიათ აქ. ამ ხალხს მფარველად ჰყავთ წმინდა გიორგი.. რომელსაც მოწიწებით თაყვანს სცემენ.თუ რომელიმე მათგანი მიიღებს მუსლიმანობას, იგი სხვებთან შედარებით პრივილეგიებით სარგებლობს. საცოდავები, ნეტა არ ეხილა ჩემს თვალს ქრისტიანთა ასეთი ტანჯვა, რასაც აქ ვხედავ...როცა გაიგეს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მათ არა მარტო თავი მოიყარეს ჩვენს გარშემო, არამედ ჩვენი ნახვისას ატირდნენ კიდევაც.ეს იყო ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული დღე, ხილვა ამ უბედური ადამიანთა. ''


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев