
:Dთანხა 3000 ლარამდე რომელსაც დედამთილი აკონტროლებს და რომელიც ჩანთაში შემდეგნაირად შეუნახავს: თმის რეზინი გადაუჭიროს ფულის კონას და ეს ფული ჩანთის შიგნით "ზმეიკიან" ჯიბეში მოათავსოს შემდეგ იღლიაში მაგრად შებოჭოს მეორე ხელით კი ქვემოდან კონტროლი აწარმოოს უსაფრთხოების მიზნით.ვაჭრობის თანმდევი დელეგაცია: დედამთილი, ქმარი, მული ან ქმრის ბიძაშვილი გოგონა, მამამთილი მანქანაში (რომლისთვისაც წინდას შეიძენენ, გაუხარდებაო და პატარძალი გადასცემს შემდეგი ფრაზით, "ეს შენ გიყიდე, მამა'', აი სად გაიჟღერა პირველად მამისადმი მიმართვამ (ამ დროს ყველა გაიცინებს), მამამთილსკი სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლის ძარღვებში). ძირითადად 2893 ლარი მოხმარდება პატარძალს, ვინაიდან მან თავისებს უნდა ჩააბაროს ანგარიში, თუ როგორ ''უვაჭრეს''. თანხის დარჩენილი ნაწილით ბიჭი შეიძენს სპორტულ ზედა-ქვედას და ბოტასს, ნუ სათვალესაც.შენაძენი: ქალის თეთრეული, კაბები, სარაფნები, ფეხსაცმელი, ჩექმა (ოქტომბერია), ტყავის გრძელი ვარიანტი (შუბა მოდაში აღარ არის), სახლის ჩუსტი (დედამთილმა კი დაახვედრა ჩუსტი და ხალათი ბამბაზიიის, მაგრამ მაინც იყიდა, აი, სად დაიძაბა პირველად ურთიერთობა) და ბოლოს გამოსასვლელში ტაშტი და სარეცხის სამაგრები მოსაჩვენებლად.მოტანისთანავე ურეკავს გოგონა დედას და აბარებს ანგარიშს, თუ რა უყიდეს, რომ გული დაიმშვიდოს ქალმა, რაღა თქმა უნდა, ამას მოსდევს დედის გავრცობა სანათესაოში, თურაოდენ კარგ ოჯახში მოხვდა მისი ქალიშვილი და ყვება რაც უყიდეს იმ განსხვავებით, რომ იმ ჩამონათვალში "შუბაც" არის და ყველაფერი ორი ან სამი წყვილია, ამ ამბის გადმოცემისას მსმენელს აქვს შემდეგნაირი სახე: ქვედა ტუჩი ზემოთ ზედა კი ქვედაშია დამალული (გაოცების მდგომარეობა), ხელები გულზე დაკრეფილი და თავს ზემოდან ქვემოთ აქნევენ შიგადაშიგ ფრაზები ''ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ'' +ამას არაფერი არაა პატარძლის გემოვნებით ნაყიდი.- პაატა ქვლივიძე
#ნინი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 22
ახლა ბიჭებიდან ითხოვენ მზითვებს ლოგინს თეთრეულს ჭურჭელს .
რა დრო დადგა კატა აყეფდა ასე მგონია ამას ვინც ითხოვს.
აქ დედამთილმა რაც უყიდა დედის საყიდელი იყო ყველა ეს ნივთი ჩუსტები , საცვლები და ა.შ. დედამთილს ცოტამეტი დაემატებინა და შუბა და ჩექმები ეყიდა მხოლოდ .
გოგოების პატრონს მხოლოდ საკუთარი შვილების ოქროთი შმოსვა და ჩასმა უხარიათ . აი სიძეც რომ უნდა შემოსო და დააფასო ეს მხოლოდ ერი წვრილი კალიცოთი ანუ ბეჭდით და სპორტულებით გადაჭრილი პრობლემაა .
დედამთილ- მამამთილის დანაზოგის ხარჯვა და დაყვედრება ადვილია.
მეზობლების და ნათესავების ასეთი ჭორიის და ავალიერ -ჩათვალიერების ნერვები არც მქონდა და არც მაქვსს .
ვინც უფრო მეტად გაეგო რძლის ქვეშ ზუსტად ის დედამთილი და ოჯახი არ დაფასებულა ხშირ შემთხვევაში.
კაცის მხრიდან მთელი ოჯახი პლატინა ბრილიანტი და ბაჯაღლო რომ იყვნენ მაინც არ ჩანს . აი რძლის მხრიდან ერთხელ დედასთან დატოვებული ბავშვიც მათი გაზრდილია .
ასე რომ ვაი და უი თქვენი ბრალი სასიძოებოოო და სადედამთილნნოოოო
მე თავი ქუდში მაქვს . ბიჭები არ მყავს
ერთი კია რძლების ატანა არ მაქვს ყველა მათხოვარი საჯდომშიშველა ზოგიც ბერწი ზოგი მორიელივით შხამიანი ა ანგარებიანი და თავიანთ თავებზე დიდი წარმოდგენის ამ დროს რომ არაფერს წარმოადგენს ანუ უკუდო ამპარტავანი მერგვნენ რძლებად
რძალიი???რძლად ჩემს თავსაც კი ვერ ვიტან