ამოუცნობი და ზოგჯერ სევდიანიც, სიტყვები იმ გრძნობას ვერასდროს გეტყვიან
რომელსაც თვალებში ჩახედვით განვიცდით.
ბგერების კონაა უბრალოდ სიტყვები
და თითქმის ყოველთვის გრძნობებს გაურბიან
სიტყვები, სიტყვები, ეს ფარსი სიტყვები
აზრების გამფანტი ცრუ განგაშებია...
ხან რა უჩვეულოდ, ნაზად გიმღერიან,
ხანაც ბობოქარი ტყუილით გვაბამენ,
ნეტავ მაცოდინა ტყუილი სიტყვები,
რატომ ან რისთვის, ვის რაში ანაღვლებს.
სიტყვა უგუნური, გულის ნაპრალია
საცაა გადაღლილ გულს რომ ორად გაჰგლეჯს,
სიტყვები ეს ჩვენი ფარსი წამალია,
ვითომ რომ გვიმშვიდებს სულის ქარბორბალებს.
სიტყვები... სიტყვები... კონა ბგერებისგან,
ზოგჯერ რა მწარეა სიმართლის მარცვალი,
მაგრამ ამჯობინებს ტკბილი ენის ქონას
ნამდვილი სიტყვებისგან სავსე კალათი...
❤❤❤
#ადმინიანუკი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1