შემეშინდა... მკერდზე ჩამოკიდებულ ჯვარს მთელი ძალით ჩავებღაუჭე და ლოცვების კითხვა დავიწყე...
როდესაც მედდებმა საოპერაციოში გასაყვანად ჩემი მომზადება დაიწყეს და გულზე ჯვარი შემხსნეს, ვთხოვე მოეცათ უფლება მისი ხელში დაკავების...
უარი მითხრეს...
ანესთეზიის გაკეთებამდე ექიმმა შემამჩნია, რომ ძალიან ვღელავდი... ეს მოვლენა ნებისმიერ პაციენტს ახასიათებს და არც მე ვიყავი გამონაკლისი იმისთვის, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიმექცია, მაგრამ ჩემს და გასაკვირად, ექიმმა მაინც მკითხა: რატომ ხარ ასე, გეშინია-ო?
არა-მეთქი ვუპასუხე (ბუნებრივია ვიცრუე) და ამის მიზეზი მხოლოდ იმით ავხსენი, რომ თხოვნის მიუხედავად ჯვარის დატოვების უფლება არ მიმცეს...
-ახლავე შემოიტანეთ ჯვარი - გასცა ბრძანება ექიმმა და მედდაც უსიტყვოდ დაემორჩილა... მან, ჯვარი ხელის გულში ჩამიდო...
- კიდევ გეშინია?
- არა - ვუპასუხე და დავიძინე...
2 თვის შემდეგ, ლაკატზე, საფოსტო განყოფილებიდან გამოსული, მოპირდაპირე მახრეს, მეჩეთის წინ შევჩერდი... ვიღაც მამაკაცი მომიახლოვდა და თავაზიანად მკითხა:
- Monsieur comment allez-vous?. (როგორ ბრძანდებით ბატონო) სამლოცველოს კარებთან, ღიმილიანი სახით ის ადამიანი იდგა, რომელმაც განსაცდელის წინ სურვილი შემისრულა და რამდენიმე საათი, ქრისტეს ჯვართან ერთად იბრძოლა ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად...
ის მორწმუნე მუსლიმანი იყო...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5