Предыдущая публикация
ახალგაზრდა წყვილს ვუყურებდი.
ბიჭმა ხელებზე აკოცა გოგოს
და მოსასხამი შემოახურა.
სხვა არაფერი დამინახავს -
ან რაღა უნდა დამენახა...
ახლა, ამ დროში,
მსგავსი სიყვარული რომ არსებობს
მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია, რომ
დავიჯერო - არსებობს ვიღაც,
ვინც თავად არის ეს
სიყვარული.
ვინც ჩემსავით,
შეფარვით უმზერს შეყვარებულებს
და ტკბება საკუთარი შემოქმედებით,
როგორც პოეტი, საკუთარი ლექსის კითხვისას.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2