Предыдущая публикация
მზე თუ გინახია მოცეკვავე?
ფიფქებს გაუმართავთ მეჯლისი და
წამო, ოცნებებში მომეხმარე.
წინდა მოვუქსოვოთ დედამიწას.
სითბო დავურიგოთ მობინადრეთ.
ერთად ვაყვავილოთ სიყვარული,
ჩვენი ბავშვობიდან მოვიტანე...
თოვლში გიკრეფია გვირილები?
მოდი, ვიდიდგულოთ ოქტომბრიდან.
ზამთარს გავეჯიბროთ სიხარულში,
მერე გავიპაროთ ზღაპრებიდან...
ჩუმად მოვიტაცოთ ფერიები,
ზეცა რომ მოვქარგოთ იმედებით.
მერე შემოვუსხდეთ თბილ ბუხარს და
კიდევ ბევრ ოცნებებს მოგიყვები...
(გ.მ)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1