Предыдущая публикация
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
ასეთი კოცნა ყველა ქალისთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულის სიმს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
ქალისთვის კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
ნუ დაივიწყებ კოცნას და ალერს ,
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა.
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3