Предыдущая публикация
წვიმებს სიმარტოვის ცრემლად შევერევი,
ნუღარ მომიგონებ,ნისლებს გამაყოლე,
მერე მომინატრებ,როცა შემელევი.
მე ხომ უშენობა ბედად ამედევნა,
ფრთხილად შემაჩვია დარდებს უსაშველოს
იცი,რა მწარეა,როცა მონატრებას,
ვეღარ გაგიგია,როგორ უსაშველო.
აღარ დაიღალა დროის ქვაფენილზე,
მძივად გაბნეული სევდის ნამსხვრევები,
მჭირხარ უსაშველო რწმენის აპათიად,
სულზე დამაფარე გრძნობის ნაფლეთები.
მთვარეც დაიქანცა ლოდინს დაჩვეული,
მე...შენ...უშენობა ვეღარ ამაცილე,
აღარ მოიხედავ?-უკვე გვიანია?
ჩემი "სამყაროდან" ცრემლით გამაცილებ?
(???)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев