მათ რამდენიმე დღე გაატარეს სოფელში მდგარ პატარა ქოხში. შინ დაბრუნების დროს გზაში მამა-შვილს შორის დიალოგი გაიმართა:
-
როგორ მოგეწონა მოგზაურობა შვილო?
- ძალიან.
- ხომ ნახე, როგორ ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები?
- კი მამა, ვნახე - უპასუხა ბიჭმა და სახე ღიმილმა გაუპო..
- კარგი მაშინ მითხარი რა ისწავლე ამ მოგზაურობიდან..
შვილმა უთხრა: -„ჩვენ მხოლოდ ერთი ძაღლი გვყავს, მათ კი რამდენიმე.. ჩვენ აუზი გვაქვს, რომელიც ბოლომდე სწვდება ჩვენს ბაღს, მათ კი აქვთ ტბა, რომელსაც ბოლო არ უჩანს; ჩვენს ეზოს უამრავი ლამპიონი ანათებს, მათ კი ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები უნათებენ ბნელ ღამეებს; ჩვენ სახლის გარშემო შემორტყმული ყრუ კედლები გვიცავენ, მათ კი ირგვლის ყავთ მეგობრები, რომლებიც მზად არიან არაფრის სანაცვლოდ დაიცვან და მხარში ამოუდგნენ ერთმანეთს. მადლობელი ვარ მამა, შენ მაჩვენე როგორი ღარიბები ვყოფილვართ..."
*****************************************
გახდე მატერიალურად უზრუნველყოფილი, არ ნიშნავს რომ ბედნიერი იქნები... ცხოვრებაში ამაზე ბევრად ღირებული ფასეულობები არსებობს, რომელთაც ყველანი ვფლობთ,თუმცა მათი შემჩნევა და დაფასება სამწუხაროდ, ყველას არ შეგვიძლია.
******************************************
ყველა ადამიანი მდიდარია,რადგან სიმდიდრე მარტო იმით კი არ განისაზღვრება,თუ რას ვფლობთ,არამედ იმითაც,თუ რისი გაცემა შეგვიძლია.ყველას არ შეუძლია მატერიალური დახმარება გაუწიოს მეგობარს,მაგრამ კარგი მეგობრობის გაწევა ყველას შეუძლია...
*******************************************
იყავით კმაყოფილნი იმით,რასაც ფლობთ.სწორედ ამაშია ჭეშმარიტი სიმდიდრისა და ბედნიერების საიდუმლოება!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев