მიყვარხარ"-მე გამეცინა,
რადგან შეგატყვე აშკარად, რომ
სიტყვებს ცრუობდი,
მერე სხეულზე უჩემობა ისე
შეგცივდა,
მეც გავიყინე უშენობით და
გნატრულობდი.
მეორედ, რომ სთქვი: "არ
მიყვარხარ"-ვერ გავიცინე,
რადგან ცრემლები დავითვალე,
ჩუმად ტიროდი,
ღამე ავსებდა სარეცელზე სულის
სიმცირეს,
და მე ხმამაღლა სიყვარულზე
გრძნობას ვყვიროდი.
იყო მესამეც: "არ მიყვარხარ" და
იმის იქით,
ნასურვილები შერიგების ბევრი
რეცეპტი,
მე შენ მიყვარხარ ციდან ცამდე
და შენ პირიქით,
კინოსურათებს მოიხდენდა
ლექსი ვერცერთის.
ჰო და დავდივართ თარიღების
ბედის ამარა,
უერთმანეთოდ სიცოცხლე და
მზეც სულ(ერთია),
ვნებამ ცხრა თვეა შენს მუცელში
დამასამარა,
სადაც "მიყვარხარ" და პატარა
ჩვენი ღმერთია.
არჩილ ჯალაღონია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев