ისეთი რამე თქვი თავიდან დამბადოს,
მინდა რომ შევიგრძნო სულ ყველა დეტალი,
რომ ყველა ტკივილმა რაღაცა მასწავლოს...!!
შეწყვიტე სიჩუმე, მიამბე თავიდან..
თუ როგორ გეტკინა და მერე დავწეროთ
მე და შენ პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს
ეს წლები მინდა რომ ცხოვრებად გავწელოთ....
შეწყვიტე სიჩუმე, რომ გულმა ხმაური
დაიწყოს ისე რომ აღარ გაჩერდეს,
მითხარი გიყვარვარ? მითხარი რას იზამ,
ვიღაც რომ მოვიდეს და ჩემს თავს გართმევდეს!
შეწყვიტე სიჩუმე და რამე მითხარი
ისეთი რამე თქვი გულში არ გყოფნიდეს!
თვალებით მითხარი, ცრემლებით მითხარი,
მოუშვი ნაბიჯი, ჩემამდე მოვიდეს..
და მერე დავდუმდეთ, რომ ყველა ჭრილობას,
უთქმელი ალერსით საშველი მიეცეს,
მომეცი ნება რომ ეს გული გისმენდეს,
მომეცი ნება რომ ეს გული გიგებდეს,
შეწყვიტე სიჩუმე,
შეწყვიტე...!!!
/ანი ნოზაძე./


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 14