მეგობრობა
ჩემი წილი სიყვარული შემინახეთ...
***********************************************
ჩემი წილი გაზაფხული შემინახეთ,
ჩემი წილი ერთი კონა ია,
აქ იების გაღიმება ვერსად ვნახე
და ვერც ზაფხულს ვერ ვეძახი მზიანს.
ჩემი წილი წვიმის წვეთი შემინახეთ,
დამახვედრეთ, დავბრუნდები როცა,
ვნატრობ წითლად მობიბინე ბაღის ვარდებს
და დღე და ღამ საქართველოს ვლოცავ.
ჩემი წილი მზის სხივები შემინახეთ,
კამკამა წყლის ნაჟურები მთაში,
დრო მოვა და სახლის კარებს შემოვაღებ,
ჭაღარა თმით და ცრემლებით თვალში.
შემინახეთ გევედრებით, სუფთა გული,
რაც დავტოვე იმ ოცი წლის უკან,
გაუფრთხილდით, აქ დავდივარ მარტოსული,
ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალზე ვწუხვარ.
ჩემი წილი სიყვარული შემინახეთ,
ვატყობ, უკვე გამიჭირდა სუნთქვა,
მხრებგაშლილი საქართველო შეგვინახეთ,
დაბრუნების იმედებით ვსუნთქავთ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев