***************************
ენა ვერ აღწერს იმ სიხარულს, რასაც განიცდის,
შვილებს ნატრული დედა, როცა სახლში ბრუნდება,
გული საგულეს არ ჩერდება, სული არ იცდის,
თითქოსდა მასთან ერთად ხარობს ცა და ბუნება.
ენა ვერ აღწერს დედაშვილის წუთებს შეხვედრის,
სუნთქვაშეკრული გადაავლებს თვალს კარ-მიდამოს,
უკან გახედავს დაკარგულ წლებს,ყვითლად შეფერილს,
ფიქრობს, "იქნება ეხლა მაინც გამოიდაროს.
ეუცხოვება სახლი, კარი, გზა და ბილიკი
და წლების უკან დანატოვარს ბუნდად იხსენებს.
თვალცრემლიანი ცას აჰხედავს, ფიქრობს, ვინ იცის "მამულო ჩემო, წლობით წასულს თუ გამიხსენებ.
მე ის ფესვი ვარ, იძულებით რომ ამოგძირკვეს,
უწყლოდ,უმზეოდ, უჰაეროდ ვერ გავიხარე,
დარდმა, ტკივილმა, მონატრებამ ბოლო მომიღეს,
ფრთებდალეწილი, მკერდზე ხოხვით გადავიღალე.
დასერილ გულმა ჩახუტება იგრძნო შვილების,
დავბრუნდი, მაგრამ ერთი ფიქრი მტანჯავს, მაწამებს,
დადგება ის დღე, კლდე არ იყოს დედა-შვილს შორის,
მდუღარე ცრემლი არ ეკიდოს თვალის წამწამებს?
და მე მოგმართავთ, ვისაც კიდევ შეგრჩათ სინდისი,
სული უტირით ქართველ დედებს, შველა სჭირდებათ.
"თითზე კბენანი" გვიან იყოს ხვალე, ვინ იცის,
დასაბრუნებლად იმედი და ძალა გვჭირდება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5