თვალებგახელილი დამრჩა მოლოდინი და ჩემს მონატრებას ფერი შეეცვალა, ხელი რომ გამიშვი, ცოტა დავიბენი, მერე, უშენობის, შიში შემეპარა, ჩუმად გიყურებდი როგორ მიდიოდი, მაგრამ, არ შემეძლო ხელი შემეშალა, მსურდა, ერთხელ მაინც, უკან მოგეხედა, მერე კი, უეცრად, თავი შემებრალა, გულისტკივილი რომ, ვერსად, ვერ დავმალე, ცრემლით სავსე მზერა, ღიმილს შეეფარა, როგორ მიყვარდი და როგორ მოგელოდი, მაგრამ, შენ არ გსურდა რამე შეგეცვალა, მუხლი მომეკვეთა, ღია კარის, ზღურბლთან, როცა ჩემს სიყვარულს, ფერი შეეცვალა, პატარავდებოდა შენი სილუეტი და თან ის მიგქონდა, ჩემს გულს, რომ ებარა, ზეცა დასტიროდა, ამ ჩვენს განშორებას, მერე, გულამომჯდარს, წვიმა მომაბარა, თვალს რომ მიეფარე, გული მომიკვდა და მხოლოდ სული დამრჩა, ლექსის ანაბარა..
Комментарии 5