დილით ცოლ-ქმარი კარზე ზარმა გააღვიძა. გაიხედეს სათვალთვალოში და ქმრის მშობლები იდგნენ კართან.- როგორც შევთანხმდით, არ გავაღოთ კარი! – უთხრა ცოლმა. ქმარმა ბევრი იყოყმანა და ბოლოს დაუჯერა ცოლს. მშობლები წავიდნენ...ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი კარებზე. გაიხედეს და ახლა ცოლის მშობლები იდგნენ კართან.- არ გავაღოთ! – უთხრა ქმარმა... მაგრამ ცოლს ცრემლები წამოსცვივდა და მეუღლეს ის შეეცოდა. ცოლის მშობლებს წყვილმა კარი გაუღო.გავიდა ხანი... ცოლ-ქმარს 4 ბიჭი შეეძინა, ხოლო მე-5 გოგონა. ქალიშვილის დაბადებას მამა ზარ-ზეიმით და უზარმაზარი სადღესასწაულო სუფრით შეხვდა!მეგობრებმა ჰკითხეს ბედნიერ მამას: - რამ გაგახარა ასე? ვაჟების დაბადებას ასეთი სიხარულით არ შეხვედრიხარ.მამაკაცმა გაიღიმა და უპასუხა:
- დაიბადა ის, ვინც კარს ყოველთვის გამიღებს! —


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3