Предыдущая публикация
შემოდგომის ფოთოლივით დარდიანო;
გებრალება ყველა, ვინც კი ატირდება
და უბრალოდ, სულ უბრალოდ მადლიანობ.
გულო, მართლა იცი თურმე სიყვარული,
შენ ერთს ეტრფი, როცა ყველა მადიანობს,
დგახარ შენთვის, ტირიფივით განაბული
და გაცრეცილ მარტოობით ნაღვლიანობ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3
თავისათან მიმიწვიაო
ტოტები წელზე მომხვია
ნუგეშით დამამშვიდაო
ვემთხვიე მოვთქვი ამბორი
ხელები მაგრად ვხვიეო
საუკუნეა მოგელი
სევდიან არე-მარითო
დაე დამიდგა ეს ჟამი
შენი სხეული მეკვრისო
არვიცი მაშინ რა მჭირდა
რა ღამე მომესაჯაო
ცხრა ხარისა და ჯიხვისა
ძალა ვიგრძენი მხრებსაო
გამიხელია თვალები
ვსთქვი ნუ მაშორებთ ბედსაო
ბედნიერი ვარ თქვენ ვინ ხართ
თქვენ ავად მახსენებლებო
ხიდან უხეშად მომგლიჯეს
სიცოცხლე მომაბეზრესო
ვაი ცოდვილი მიწოდეს
მომხნეს და ჭორი თესესო
პატივ საცემი ჭაბუკის
გული ძრახეს და ქელესო
ალბათ შენც იტყვი გაგიჟდა
ქვეყანა შემიყარაო
რავქნა ტირიფმა მახარა
თავისთან მიმიწვიაო
( ს ე ნ ს ა ც ი ა )