Предыдущая публикация
მერე ლაპარაკი დავიწყეთ. თურმე მის ბავშვობაში, სოხუმში, პატარა ბავშვები ყიდდნენ საოცრად გემრიელ საღეჭ რეზინებს: "დონალდოს" და "პედროს", რომლებსაც გემო დღევანდელი დიროლისა და ორბიტისაგან განსხვავებით, მალე არ გასდიოდა.
მერე სოხოუმზე მიყვებოდა, რომელიც თვალით არ მინახავს და იმ მომენტში ისე ცხადად აღვიქვი მონაყოლი, რომ წარმოვიდგინე კიდეც როგორ დავდიოდი მზის ჩასვლის დროს სოხუმის გრძეეეელ, გრძეეეელ სანაპიროზე და როგორ ვატრიალებდი პირში, უკვე ღეჭვისაგან დაღლილი, გემრიელ დონალდოს ან პედროს.
მთელი დღეა ვფიქრობ სოხუმზე, დონალდოზე და პედროზე და ვხვდები, რომ სამივე ძალიან მინდა:))


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев