როცა სურვილი შენი ფეხით მოგიყვანს ჩემთან.
მეტყვი, რომ სულში უჩემობა გიჟივით ატყდა,
მეტყვი, რომ თმენის ყველა ძაფი ერთბაშად გაწყდა.
რომ მთავარია, შენი გული ფეთქავდეს ჩემთვის,
რომ შეგიძლია, სიამაყე დამიგდო ფერხთით.
რომ ყველა სხვა გზა დაგავიწყდა ჩემი გზის გარდა,
რომ მითხრა: ახლა ყველაფერი იქნება კარგად.
რომ გსურს, თვალებზე შემიმშრალო ნაწყენი ცრემლი,
რომ მზად ხარ, ჩემი ტკივილები ატარო მხრებით.
რომ გსურს, ერთხელაც მზის ამოსვლა ვიხილოთ ერთად,
რომ შეგიძლია, ჩემი გული მიიღო მსხვერპლად.
რომ გვეყვარება ერთმანეთი ათასი წელი
და რომ მპირდები, არასოდეს გამიშვა ხელი.
დაველოდები იმ წუთს, იმ წამს, მღელვარე დღეთა,
როცა სურვილი შენი ფეხით მოგიყვანს ჩემთან.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3