😁😁😁
--ცავ, რა ჭირს მაისას, ამ შუაღამიხან რა აბღავლებს, შია თუ წყურია?
--საჭმელიც ვაჭამე და წყალიც ვასვი, სხვა რამე უნდა მაგას, ვითომ ვერ ხვდები...
გამთენიოს დაადგნენ ბერ--დედაბერი ფერმის გზას, დროზე მივიდეთ, თვარა, ,,ოჩერედში" მოგვიწევს დგომაო...
საბუთებით ,,ბუღამწარმოებელი", ჩვენებურად ბუღა თავის სტიქიაშია, მოცლა არ აქვს, ფშუკუნებს და გულდაგულ ,,ემსახურება" რიგში ჩამდგარ ძროხებს, მაყურებლები ხორხოცობენ, იხევიან სიცილით...ფერმის გამგე, ანუ ბუღის მენეჯერი მალმალე მივარდება ბუღას და ყურებს უსრისავს, ენერგია ემატებაო...
მაისაიც დააოკა და დაამშვიდა ყურებდასრესილმა ბუღამ...
ღამეა წყნარი, კალიები ჭრიჭინებენ, მაისაი მშვიდად წევს და ნამცოხარს იღებს, აღარ ბღავის, აღარ ეჯაჯგურება ბაგას...
დედაბერმა ბერიკაცს მიჯინქვა, რას გაშეშებულხარო და ყურების სრესვა დაუწყო...--თავი დამანებე, დაღლილი ვარო, ბერიკაცმა...
--დეინახე, ბუღას ყურებ რომ დუუსრესდენ, რა მარჯვე ხდებოდაო...
--დეინახე იმ ბუღას, რა მალმალე უცვლიდნენ ძროხებსო,-ბერიკაცმა...
შენი თავი ამოგივარდა, ღმერთმა,--გაბრაზებული გადმობრუნდა დედაბერი და ბერიკაცს ზურგი მიუშვირა...😂😂😂
წყარო: Niaz Zosidze


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4