Предыдущая публикация
ზოგჯერ ძალიან ვბრაზობ,
ზოგჯერ ჩემივე ტკივილს ვივიწყებ
სხვის ტკივილებზე ვდარდობ.
ზოგჯერ ბავშვობას ვეღარ ვიმეტებ,
ზოგჯერ დიდივით ვქალობ,
ზოგჯერ საკუთარ გულთან ვკამათობ,
რომ აღარ დავრჩე მარტო.
ზოგჯერ სიცრუეს ისე ვიჯერებ
მერე სათქმელი მახრჩობს,
ზოგჯერ მცირესაც ისე ვიბევრებ
სხვისას არასდროს ვნატრობ.
ზოგჯერ ისა ვარ ვინც გაიმეტეს,
ვინც წამოდგომას სწავლობს,
ზოგჯერ მზეს ხელით ისე ვეხები
არ მეწვის მეთქი ვამბობ.
ზოგჯერ უბრალოდ ისე ვწვიმდები,
მიზეზს ვერაფრით ვამბობ,
ზოგჯერ სულ ერთი....ერთი სიტყვაც კი
სულის სიღრმემდე მათბობს.
ზოგჯერ ზღვა ვარ და ვეღარ ვმშვიდდები.
სითბო მამშვიდებს მარტო,
ზოგჯერ უბრალოდ ისე გცილდები,
რომ დაბრუნებას ვნატრობ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2