Предыдущая публикация
ვაწყენინე წეღან მაშოს,
ავიკიდე დარდის გუდა,
არ ვუთმობდი სათამაშოს,
ეწყინა და გამებუტა.
სათამაშოც ხმას არ იღებს,
ახალ ამბებს არ მიყვება,
მხოლოდ თვალებს აფახულებს
და კეთილად იღიმება.
ჰოდა მივხვდი, მთელ ქვეყანას
მირჩევნია თურმე მაშო,
მივაკითხე, ჩავეხუტე
და ვაჩუქე სათამაშო.
მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1