საქართველოდან ქმარი ურეკავს იტალიაში სამუშაოდ წასულ მეუღლეს ქეთის:
-სადახარ მთელი დღე,რომ გირეკავ და არ მპასუხობ ქალო?!
-კამპანიაში წამოვყევი ჩემს ბებიას და ბაბუას და ტელეფონი არ იჭერს!
- შენ საქეიფოდ და კამპანიებში სასიარულოდ გაგიშვი მანდ თუ სამუშაოდ!-ოფოფები აყარა ქმარმა საქართველოში
ცნობისათვის იტალიურად სოფელს კამპანია ქვია! ქეთი სოფელში წაიყვანეს ბებიამ და ბაბუამ... ( ეეეხ ჩემო ქეთიიი! რა გითხრა რით გაგახარო...ყველაფერს აქვს დასასრული და ალბათ ეს უბედურებაც დასრულდება....)
@@@
იტალიელ ერში ერთ-ერთი ძირძველი და მამაპაპური შეგინებაა(სხვა მრავალთა შორის)VA FANCULO…ამასთან დაკავშირებით ორი ამბავი მაქვს:
ამბავი ნომერი პირველი :) -ნანისათვის პირველი სამსახური იყო ბებიასთან და ამრიგად იტალიური ენის აღქმის პირველი თვეები.ბებოს ვაჟიშვილი ყოველ დღე მოდიოდა დედასთან და ორივე ხმამაღლა,ესპანსიურად და ჟესტებით საუბრობდნენ.ბოლოს კაცი წამოხტებოდა ფეხზე და VA FANCULO !...ეტყოდა დედას VA FANCULO !...უპასუხებდა დედა.ჩვენი ნანიკო მიაცილებდა კაცს კარამდე და იმერული სტუმარ-მასპინძლობით , მომღიმარი სახით, ქართული აქცენტითა და დამარცვლით ეტყოდა :
-VA-FAN-CU-LO! …ისე ცოტა არ იყოს ნანიკოს კი უკვირდა კაცი გაშტერებული რატომ რჩებოდა კარებს იქეთ.თავისი აზრით ემშვიდობებოდა კაცს (იმიტომ რომ დედა-შვილი სულ ამ სიტყვით ამთავრებდნენ საუბარს,ნანის დამშვიდობება ეგონა)...სინამდვილეში „წადი უკანალშიო „!...(კულტურულად რომ ვთქვათ)ეუბნებოდა... თვეების შემდეგ გაარკვია ნანიმ ,რომ დედა-შვილი ქონების გაყოფის გამო აგზავნიდნენ ერთმანეთს უკანალში!
ამბავი ნომერი მეორე :) -ქსენიამ იტალიის ერთ სოფელში მრავალშვილიან ოჯახში დაიწყო მუშაობა. დასვენების დღეს ჩამოვიდა რომში და გვიყვება:
-ისეთ ოჯახში ვმუშაობ,ისე მაფასებენ ,თვალში რომ ჩაუვარდე ხელს არ ამოისობენ!...ბავშვებს ისე ნამეტნავად შევუყვარდი სულ უკან დამდევენ და ერთ სიტყვას მიძახიან,მოიცადეთ აგერ მიწერია ბლოკნოტში-VA FANCULO! -ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჰაა?!!!
@@@
ნინო ცდილობს რომ იტალიური ენა გრამატიკულად ისაუბროს,ამიტომ არ ესმის იტალიელი ბებო რატომ იფარებს თვალებზე ხელებს და იძახის
-ღმერთო ჩემო მიშველეო! როდესაც ნინო ეუბნება: ნონნა სიედიტი ე გვარდამი კომე სკოპერო ილ ტუო ჯარდინო ე დ ინტორნი...
ზმნა -სკოპარე ნიშნავს დაგვას, ჩამოცოცხვას...ერთი მნიშვნელობით ხოლო მეორე მნიშვნელობით კი-სექსუალურ აქტს...ეტყობა რომ ახალგაზრდობაში ბებია მაინდამაინც არ იწყვეტდა წელს დაგვითა და ჩამომცოცხვით და სიბერეში სკლეროზის დროს ზმნის მეორე მნიშვნელობა ახსოვდა მხოლოდ ეხლა გადმოვთარგმნი როგორ ესმოდა ბებოს ნინოს სიტყვები:
-ბებო დაჯექი აქ და მიყურე როგორ მოგიტ.....ვ ეზო-გარემოსო!
ლია რომი 2013 წლის ზაფხული


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2