მოკა
მასალა :
5კვერცხი,
200გრ შაქარი,
200გრ ფქვილი,
3 ან 4 ს.კ.ყავა უნალექო,
0.500მლ რძე,
ვანილი,
კარაქი 150 ან 200გრ,
კვერცხი 3ცალი,
250გრ შაქარი,
150 გრ ფქვილი,
ნაღები მაღალ პროცენტიანი,
300მლ,(გამოვიყენე თხევადი ნაღები არის ფხვნილის სახით შანტის და ა.შ.)
ბისკვიტის მომზადების წესი:
კვერცხს და შაქარს ვთქვიფავთ ერთად 12წუთი ,ცალკე გავცრით ფქვილს და შევურევთ 1ს.კ ყავას ,ვანილს.ნელ ნელა ჩავაცრით და ხის ჯოხით ამოვურევთ ქვევიდან ზემოთ. ვასხავთ ცივ საცხობ ფორმაში და ჩაფენილი უნდა იყოს საცხობი ქაღალდი 150- 160გრ 30წთ.
ცალკე ვაკეთებთ დასანამ სიროფს შაქრისა და ყავისაგან .
კრემი:
ავთქვიფავთ 3კვერცხს და შაქარს დავამატებთ ცოტა რძეს
ფქვილს,ყავას .ცალკე ქვაბში გავაცხელებთ რძეს და ჩავამატებთ პირველ მასას წამოდუღდება 2წუთი ვადუღებთ და მზადაა.დავაფარებთ საკვებ ცელოფანს და გავაციებთ.ცხელშივე ვანილი.
ცალკე ამოვიყვანთ კარაქს კარგად და შევურევთ ერთმანეთს .
გარედან გასაფორმებლად ვთქვიფავთ გაციებულ ნაღებს პლიუს ყავა .
ზემოდან მოვასხი ყავიანი გამდნარი შოკოლადი .გააფორმეთ ყავის მარცვლებით ლამაზად.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2