მე სიყვარულად დამებედები,
ჩემი დღეების გამფერადებელ მხატვრის ხელებად.
დავემალებით, ორივე ერთად დავემალებით,
სევდას, თვალებში, ბედნიერებით მბრწყინავ ცრემლებად.
დამებედები, მე უსასრულოდ დამებედები,
ათვლის წერტილი დასასრულამდე რომ გაგრძლედება.
დავეხმარებით, ყველა ჩვენს გრძნობას დავეხმარებით,
აღმოჩენებით, რაც კი ჩვენს შორის წარმოიქმნება.
დამებედები, მე ჩემს სიცოცლხედ დამებედები,
და ეს ცხოვრება, ყველა გამოცდის, ახსნა იქნება.
დაველოდებით, წუთებს დაკარგულს დაველოდებით,
რომ მოაღწევენ, მერე წამებიც ჩვენი იქნება.
დამებედები, შენი თვალებით დამებედები,
შენი ღიმილის თანამგზავრად რომ აღიქმება.
დავიკარგებით, ამ სამყაროში დავიკარგებით,
სადაც ადგილი ჩვენ რომ გაგვიძლებს აღარ იქნება.
დამებედები, მე ჩახუტებით დამებედები,
იმ ჩახუტებით, შენი სურნელით რომ დაიწყება.
ჩემს სიგიჟეში, შენი სახელით გადამბრალდები,
როცა მომახვევს თავის სიმპტომებს თავდავიწყება.
დამებედები, ყველა ეტაპით დამებედები,
ყველა გაზაფხულს, ყველა ზაფხული შენით მოყვება.
დაგიბერდები, მე შემოდგომით დაგიბერდები,
სანამ ზამთარი ამ სიყვარულზე ზღაპრად მოყვება.
დამებედები! მე სიყვარულად დამებედები,
ჩემი დღეების გამფერადებელ მხატვრის ხელებად.
დავემალებით, ორივე ერთად დავემალებით,
სევდას, თვალებში, ბედნიერებით მბრწყინავ ცრემლებად.
გიორგი ჩომახიძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2