მცივა.
მაჟრჟოლებს უშენოდ.. ასე მგონია ჭირი შემეყარა.
ის შიგნიდან მჭამს თითქოს და ჭია გამჩენოდეს..
მღრღნის როგორც ხეს სუსტს და უსუსურს..მე კი გარედან ვებრძვი.
ქარი ქრის და სიცივე სხეულში დამიძრწის..
ხან ერთ კედელს მანარცხებს და ხან მეორეს..
ვიბრძვი მაგრამ ძალა მელევა..
ბზარი გასჩენია ოცნების სარკმელს..შემოგყურებ მე უძლური და ვხედავ როგორ მიქრები თვალსა და ხელს შუა..
მემსხვრევა უფალო.. ოცნება მემსხვრევა.. ბურუსში დავეხეტები ხელის ცეცებით და მზეს დავეძებ.. მზეს რომელიც ყველას გაგვათბობს..
ჩემს სარკმელთან ჩამომჯდარ ჩიტს ვაკვირდები..აბუზული შეჰყურებს არემარეს და ისიც ებრძვის ბზარ შეპარულ ზამთრის ტრამალებს..
მასაც ჩემსავით აჟრჟოლებს ახლა და ისიც ჩემსავით გნატრობს..
თოვლი მოსულა უშენოდ ჩემო..ეს ის თოვლია ჩვენ რომ ვნატრობდით..
აკლდამას წააგავს ჩემი ოცნება.. შევყურებ და ვკრთი..
გულის ცემა მიჩქარდება...არ მინდა გავხსნა...მეშინია რომ თავს მოგხდი და იქ აღარ დამხვდები..გამოცლილ ქვევრს ვგავარ უშენოდ ჩემო..თითქოსდა დამლიეს..თითქოსდა უკანასკნელი ხაპით შევესვი განგებას..
მენატრები ჩემო..უსაშველოდ მენატრები..
ეგებ და ერთხელ ჩემი სახლის ჭიშკართან შეჩერდე..
თბილი ღიმილი მისახსოვრო..აი ისეთი მე რომ მიყვარს ხოლმე, გულიდან წამოსული ღიმილი..
ღიმილი რომელიც ყველას გაგვათბობს...რომელიც მე ნაოცნებარ თვალებს ამიხელს.. ღიმილი რომელიც სამყაროს ვარდისფერი სათვალით დამანახებს სადაც არ იქნება სიბოროტე და სადაც მხოლოდ სიყვარული იმეფებს..სადაც ყველა მიტევებას შევძლებთ..
შეუცნობელია შენი სიმდიდრე უფალო ჩემო..უშველე სამყაროს..გადაარჩინე წიაღი შენი.
ნატა ლეონე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев