***********************************************
ბევრჯერ ქართველობა შემრცხვენია,
გულზე მომწოლია დარდი,
მოხუცს ფულზე ჰყიდი, როგორ გინდა
ღმერთს რომ გაუსწორო თვალი.
შენც ხომ ჩემნაირი ქართველი ხარ,
შენც ხომ ემიგრანტი გქვია,
იქნებ დაგაფიქროს შენმა საქციელმა,
სანამ არ ყოფილა გვიან,
დღეს თუ გაჭირვებამ შენთან მომიყვანა,
ხვალ მე დაგჭირდები ალბად,
ფულზე მოხუცების ყიდვა-გაყიდვებით
კაცი სინდის-ნამუსს წამლავს.
სახლში მშიერ-მწყურვალ შვილებს ვტოვებ,
უცხოს ვეკედლები კარზე,
შენ მე სამსახური ურცხვად მომასყიდე,
მერე "ყელში მიჭერ" ვალზე.
ქართველს ქართველობა ნუ დაგავიწყდება,
უფლის იქონიე რიდი,
ვერცხლზე იუდასგან ქრისტე გაიყიდა,
შენ კი სხვის მოხუცებს ჰყიდი.
შენც ხომ ჩემნაირი ემიგრანტი გქვია,
შენც ხომ შვილების ხარ დედა,
ღმერთი არ შეგარჩენს ლუკმას მითვისებულს,
ცოდვებს ზემოდან რომ ხედავს.
მინდა მე სხვა ქვეყნის ემიგრანტებს
ვკითხო:"როგორ ხდება მათთან,
ჩვენთან, საბერძნეთში "მოხუცს ჰყიდიან" და
პირჯვარს ისახავენ ხატთან."
ქართველს ქართველობა დაუკარგავს,
რატომ კადრულობს და რისთვის?
ზოგს რომ შემოსავლის წყაროდ გაუხდია,
ფულზე სამსახურებს ჰყიდის.
მარინა ყიფიანი
18.01.2015


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4