კაცმა მაშინვე დაამუხრუჭა მანქანა, გადმოხტა და დაინახა, რომ ნასროლ ქვას მანქანის კარი გაუკაწრავს. გაბრაზებული მამაკაცი ჩახტა მანქანაში, დაბრუნდა უკან, რათა ეპოვა ის ადგილი, საიდანაც ქვა ესროლეს. ისევ გადმოხტა მანქანიდან, ეძგერა პატარა ბიჭს, რომელმაც ქვა ისროლა და უღრიალა:
- ეს რა გააკეთე, საზიზღარო ბავშვო? ხვდები მაინც, რა გააკეთე? ეს ახალი და ძალიან ძვირფასი მანქანაა. ძვირად დაგიჯდება ეს ამბავი!
- მაპატიეთ, ბატონო. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. სხვა მანქანებსაც ვესროლე ქვა, მაგრამ აქამდე არც ერთი არ გაჩერდებულა. ბავშვს თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა.
- იქ ჩემი ძმაა. ინვალიდის სავარძლიდან გადმოვარდა და ვერ ვწევ, რომ ისევ სავარძელში ჩავსვა, ძალიან პატარა ვარ ამისთვის. მე უბრალოდ დახმარების თხოვნა მინდოდა! დამეხმარეთ, თუ შეიძლება! კაცი შეძრა ამ ამბავმა, აიყვანა ინვალიდი, ჩასვა სავარძელში, ამოიღო ჯიბიდან აბრეშუმის ცხვირსახოცი, ბიჭს ჭრილობა მოწმინდა, მტვერი ჩამობერტყა, მოაწესრიგა, ჯერ ბიჭს შეხედა, შემდეგ თავის დაკაწრულ მანქანას. ბავშვი მადლობის ნიშნად იღიმოდა.
გმადლობთ, ბატონო!
კაცმა დაინახა, როგორ მიათრევდა პატარა ძმა ინვალიდის სავარძელს. ავტომობილის მფლობელმა არ შეაკეთებინა მანქანის დაკაწრული ნაწილი, რათა ყოველთვის ხსომებოდა ეს ამბავი.
ხანდახან ჩურჩულიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ახლობლის გასაჭირი გულთან და სულთან ახლოს მივიტანოთ, მაგრამ ხანდახან, ამისთვის საჭიროა ვინმემ ქვა გვესროლოს. იქნებ, არც უნდა გაბრაზდე ქვის სროლაზე? იქნებ ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას სჭირდები?


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10