მუდამ ჩემი გვერდით მდგომი ქალი.
მინდა მოვკლა შენთან ერთად სევდა,
დავივიწყოთ ერთად ყველა დარდი.
მერე, უკვე ორი შვილის დედა,
უფრო ბევრი სიყვარულის გაცვლით.
ყოველ დილით ვიღვიძებდე შენთან,
უფრო მეტი სიყვარულის სწავლით.
მერე, კიდევ სამი შვილის დედა,
ამ სიმდიდრეს აღმწერიც კი არ ყავს.
მინდა შენი მეგობარიც მერქვას,
ყველაფერი, შენთვის მინდა რაც მაქვს.
გავიზარდოთ ჩვენს შვილებთან ერთად,
და სიცოცხლის გაგრძელებას ვიგრძნობთ.
მადლობა ვთქვათ, ყველაფრისთვის ღმერთთან,
რომ კვლავ ვჩუქნით ჩვენ ერთმანეთს სითბოს.
მერე, ასაკს დაველოდოთ ერთად,
დაგვიძახონ ბებია და ბაბუ.
ვისეირნო ღრმად მოცუხმა შენთან,
ვიხსენბდეთ ერთად ლამაზ წარსულს.
მერე , უკვე დრო რომ მოვა წასვლის,
მიმაცილო შენი ცრემლით ცასთან.
და მიხვდები დრო რომ სწრაფად გარბის,
ახალგაზრდა გაგიცანი ზღვასთან.
გიორგი ჩომახიძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2